top of page

ჩვენს შესახებ

ისტორია

“ELASTIA  “ ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული ხელნაკეთი კოსმეტიკის ბრენდია, რომლიც დღის , ღამის , თვალის , ხელის , ტანის საცხებს, შრატებს ლოსიონებს, ასევე თმის მოვლის პროდუქტებს და დასაბან საშუალებებს ამზადებს.

ჩვენი ისტორია

  ელასტიას შექმნის იდეა ანა ღაღაშვილს პანდემიამდე ორი თვით ადრე გაუჩნდა, მაშინ, როდესაც პირადი მოხმარებისათვის შექმნილი პროდუქციის შეძენის სურვილი თავად მომხმარებელმა გამოთქვა. შეიძლება ითქვას, საქმიანობა ერთი საცხის გაყიდვით დაიწყო . მაგრამ სულ მალე კმაყოფილმა მომხმარებებლებმა არა მხოლოდ ხელახლა შეიძინეს პროდუქცია, არამედ რეკომენდაციაც გაუწიეს . აქედან ჩამოყალიბდა ბრენდის შექმნის იდეა.

    თავდაპირველად ასორტიმენტში 18 სახეობის პროდუქტი იყო. ამ ეტაპზე კი 50 -მდე სახეობას ითვლის. ეს კი საშუალებას იძლევა ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს შევურჩიოთ მასზე მორგებული პროდუქცია. აგრეთვე, შესაძლებელია მომხმარებლის კანის ინდივიდუალური თავისებურებიდან გამომდინარე, შეიქმნას საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი და მასზე მორგებული პერსონალური საცხიც. 

      ამ ეტაპზე  „ელასტიას“  ბაზაზე ფუნქციონირებს საცხების დამზადების შემსწავლელი  საბაზისო კურსიც.

  • Facebook
  • Instagram
bottom of page